მნიშვნელოვანისაქართველო
უფლისციხეში ექსკურსიაზე მყოფი 7 წლის ბიჭი სიმაღლიდან გადავარდა
უფლისციხეში, ექსკურსიაზე წასული შვიდი წლის ბიჭი მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადავარდა და დაცემისას, სხეულის დაზიანებები მიიღო.
,,ბავშვები ბაკურიანიდან იყვნენ ექსკურსიაზე. ერთ-ერთი მოზარდი გალავანზე ავიდა, სადაც ასვლა არ შეიძლებოდა და გადმოვარდა. საბედნიეროდ, სერიოზული დაზიანებები არ მიუღია”, – განაცხადა მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა, ბადრი ბადრი გასპაროვმა.
7 წლის ბიჭი კლინიკაში იქნა გადაყვანილი, სადაც წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.