fbpx
Hereti FM

სეტყვით დაზარალებულთა აქციაზე დაპირისპირება მოხდა

159
Share Button

გორში, ცენტრალურ ავტომაგისტრალთან სეტყვით დაზარალებულთა აქციაზე დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ მინისტრი ჩამოდიოდა, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა შეიტყვეს, რომ მინისტრის ჩამოსვლამ 16:00 საათამდე გადაიწია.

აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

ორი დღის წინ გორის რაიონის 20-მდე სოფელი დაისეტყვა. ადიგლობრივების თქმით, სტიქიამ მთელი მათი მოსავალი გაანადგურა, ხელისუფლებისგან კი ზარალის ანაზღაურების გარანტიები არ მიუღიათ. ამ სოლფების მაცხოვრებლებმა ჯერ გორის მერიასთან გამართეს საპროტესტო აქცია, შემდეგ კი ავტომაგისტრალთან გადაინაცვლეს.

მოსავალი მთლიანად გაუნადგურდათ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი