მნიშვნელოვანისაქართველო
რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოების მიზნით, 3 ივნისის 08:00 საათიდან 7 ივნისის 08:00 საათამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თქმით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.