მნიშვნელოვანისაქართველო
მძღოლები ტექტათვალიერების გასავლელად ავტომობილების ნაწილებს თხოულობენ
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მძღოლების ნაწილი, ტექდათვალიერების გასავლელად საბურავებს, ფარებს, ცეცხლმაქრებს და სხვა აღჭურვილობას თხოულობს ან ქირაობს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ტექდათვალიერების დღეს, მძღოლები ერთჯერად ასხამენ მაღალი ხარისხის ზეთს.
აღნიშნული მანიპულაციები პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მიმდინარეობის მონიტორინგის მეორე ეტაპის დროს გამოიკვეთა. საანგარიშო პერიოდი 2019 წლის მარტი-მაისის პერიოდს მოიცავდა.