კულტურამოზაიკა

გეი ფილმის ჩვენების უფლება 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა

კანში გამართული პრემიერის შემდეგ, ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის And Then We Danced-ის ჩვენების უფლება უკვე 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ესპანეთი, იაპონია, მექსიკა, ავსტრია, ბალტიისპირეთისა და ბენილუქსის ქვეყნები, დანია, ფინეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ისრაელი, ტაივანი და თურქეთი- ეს არასრული ჩამონათვალია იმ ქვეყნებისა, სადაც სულ მალე აკინის სურათს იხილავენ.

ფილმის ყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთთან, აშშ-სთან და გერმანიასთან. გარდა ამისა, მსოფლიოს რამდენიმე ცნობილ კინოფესტივალს სურს, რომ And Then We Danced მათ სექციებში მოხვდეს

მსგავსი პოსტები

Back to top button