საქართველოსიახლეები

,,კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” – საკრებულოს წევრი სალომე ბარკერს მიმართავს

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა და ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარემ, ნანა კოსტავამ, 28 მაისს სოციალური ქსელის საშუალებით, სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის ვიდეოშარჟი გააზიარა და თან წარწერა დაურთო – ,,კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!”. აღნიშნული პოსტის დადება დროში ემთხვევა სალომე ბარკერის დის, სოფი ნიკოლეიშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას (გოგონა ლაგოდეხის ნაკრძალში 26 მაიის დაიღუპა).

მას შემდეგ, რაც მედიაში მისი პოსტი გავრცელდა, ნანა კოსტავამ ის წაშალა და ,,ფეისბუქზე” დაწერა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა. ვიდეოს გაზიარების მიზეზად კი, ქართული ფასეულობების დაცვა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთში, ნანა კოსტავას ,,ფეისბუქიდან” ეს პოსტიც გაქრა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 თებერვალს, ინფორმაცია გავრცელდა ტელეწამყვან მაია ასათიანის 18 წლის ქალიშვილის გარდაცვალების შესახებ, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც 2017 წლის 24 თებერვლით თარიღდება.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საკრებულოს წევრმა ქართული ოცნებიდან, ელეონორა არჩაიამ სოციალურ ქსელში საზოგადოებას ბოდიში მოუხადა მისი კოლეგის მიერ, 28 მაისს გაკეთებული გამოქვეყნებული პოსტის გამო.

,,მინდა, პირადად მოვუხადო ბოდიში საზოგადოებას, ჩემი კოლეგის განცხადების თაობაზე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს ამ ენით აღუწერელ ტრაგედიას და მთელი გულით ვწუხვარ და განვიცდი ასეთი ტკივილის დროს, მსგავსი ამოუხსნელი განცხადების გაჟღერებას, რომელსაც ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რა თქმა უნდა ემიჯნება”, – წერს ელეონორა არჩაია.

კერ­ძო სკო­ლა “ალ­ბი­ო­ნის” მე­თერ­მე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე სოფია ნიკოლეიშვილი 26 მაისს, ნი­ნოს­ხე­ვის ჩანჩქერ­ზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button