მნიშვნელოვანისაქართველო

ნანა კოსტავას თანამდებობა დაატოვებინეს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებმა ფრაქციის თავმჯდომარე ნანა კოსტავა თანამდებობიდან გადააყენეს. როგორც ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებაშია ნათქვამი, შესამაბიმისი გადაწყვეტილება ფრაქციისა და პოლიტიკური გუნდის მიერ, დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული.

,,ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. 
ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს (31.05.2019) გამართულ სხდომაზე მიიღეს.
ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს”, – ნათქვამია განცხადებაში.


ნანა კოსტავას გადაყენების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გუშინ, მედიის საშუალებით გავრცელდა კოსტავას მიერ 28 მაისს, სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტი, სადაც ის სოციალური მედიის მენეჯერ, სალომე ბარკერს (ნიკოლეიშვილი) მიმართვას.


მსგავსი პოსტები

Back to top button