კულტურამოზაიკა

ჰარი პოტერის 4 ახალი წიგნი გამოვა

ივნისში ჯოან როულინგი ჰარი პოტერის ოთხ ახალ ელექტრონულ წიგნს გამოუშვებს.

წიგნები როულინგის ვებგვერდზე, Pottermore-ზე გამოქვეყნდება და მაგიის სამყაროს მიეძღვნება.

თითოეულ მათგანში განვრცობილი იქნება ის გაკვეთილები, რომლებსაც წიგნის გმირები ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში სწავლობდნენ. წიგნების შთაგონების წყარო ბრიტანეთის ბიბლიოთეკის გამოფენა გახდა, რომელიც ჰარი პოტერს ეძღვნებოდა.

თითოეული წიგნის ფასი $2,99 იქნება. ისინი ინგლისურ, იტალიურ, ფრანგულ და გერმანულ ენაზე გამოიცემა და ონლაინ მათი წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია.

ფოტო: pottermore

მსგავსი პოსტები

Back to top button