მსოფლიოსიახლეები

კიმ ჩენ ინმა 5 დიპლომატი დასაჯა სიკვდილით

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ბრძანებით, სიკვდილით დასაჯეს ის დიპლომატები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამიტის მოწყობაში მონაწილეობდნენ. სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, იმის გამო, რომ კიმ ჩენ ინსა და აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის თებერვალში გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, სიკვდილით იქნენ დასჯილი
სახელმწიფო საბჭოს სპეცწარმომადგენელი ამერიკის საკითხებში კიმ ჩიოკ ჩხოლი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომელი. 
მათ ამერიკის სასარგებლოდ შპიონაჟში დაედოთ ბრალი.  

ინფორმაციას სამხრეთ კორეულ მედიაზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს. ასევე, დაისაჯა სამიტის თარჯიმანი, რომელსაც კიმ ჩენ ინის ავტორიტეტის შელახვაში დასდეს ბრალი და ციხის ბანაკში გაგზავნეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button