კულტურამოზაიკა

რუსები დემნა გვასალიას პოსტიდან გათავისუფლებას ითხოვენ

რუსეთში ცნობილი პოპ-მომღერალი ოლგა ბუზოვა ამბობს, რომ მოდის სახლის, Balenciaga-ს და Vetements-ის დირექტორმა დემნა გვასალიამ ითხოვა, რომ რუსმა მომღერალმა ხშირად არ ჩაიცვას მისი ქურთუკი და არ დაწეროს ყველაგან, რომ ამ ფირმის შეკერილი სამოსი აცვია.

პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა თავის საავტორო გადაცემაში თქვა, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა დიზაინერმა მას სთხოვა, რომ ბუზოვასთვის ეთქვა “ნუ აცვია ყველგან ჩვენი ქურთუკი და ნუ წერს ამის შესახებ”. მომღერალი ამბობს, რომ ეს დიზაინერი დემნა გვასალია იყო. 

ოლგა ბუზოვა წერს, რომ მსგავს რამეს არ მოელოდა და გვასალიას ქართული წარმოშობა შეახსენა. „ქართველი კაცები ჩემთვის ყოველთვის ვაჟკაცობისა და ღირსების ასოციაციას იწვევდნენ. ღირსეულია თუ არა კაცის მხრიდან ასეთი საქციელი?!“, – წერს ბუზოვა.

https://www.instagram.com/p/ByGEulfobKO/

მომღერალს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. რუსები კომენტარებში ითხოვენ, რომ დემნამ Balenciaga-ს დირექტორის პოსტი დატოვოს.

დემნა გვასალიას ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button