ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატს დატოვებს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ ყოფილი თავმჯდომარე ნანა კოსტავა დეპუტატის მანდატის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ, მან ტელეკომპანია ,,იმედთან” საუბარში აღნიშნა.
,,მე მივიღე ჩემი სასჯელი ყველანაირად, ფრაქციის თავმჯდომარეობა დავტოვე, ფრაქციიდანაც გამიშვეს, ყველა გამემიჯნა და აუცილებლად საკრებულოსაც დავტოვებ. მე არ ვარ სკამზე მიჯაჭვული პიროვნება. არც ხელფასი, არც სკამი, არანაირი პოპულარობა არ მიღირს არაფრად, – განაცხადა ნანა კოსტავამ და აღნიშნა, რომ დეპუტატის მანდატის დატოვებით თხოვნით საკრებულოს შესაძლოა, ორშაბათს, 3 ივნისს მიმართოს.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც დეპუტატმა ნანა კოსტავამ ლაგოდეხის ნაკრძალში ტრაგიკულად დაღუპული სოფი ნიკოლეიშვილის დას, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით – ,,კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”, მას
„ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებმა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. ნანა კოსტავა გარიცხეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც.