მოზაიკასიახლეები

Jessie J ფანებს: შეწვიტეთ ჩემის სახის ,,დაფოტოშოპება”!

ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ჯესი ჯეი საკუთარ გულშემატკივრებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ფოტომანიპულაციების გამოყენებით, მისი სახის ,,შელამაზება” და ამგვარი ფოტოების გამოქვეყნება. როგორც მუსიკოსი ინსტაგრამის ,,სთორიში” წერს, საკუთარი სახე ისეთი მოსწონს, როგორიც ის სინამდვილეშია და თუ გულშემატკივრების ნაწილისთვის მისი ბუნებრივი სახე მიუღებელია, ჯობს საერთოდ აღარ დადონ მასთან ერთად გადაღებული ფოტოები.

,,ჩემი თაყვანისმცელმების მიერ გამოქვეყნებულ სულ უფრო მეტ ფოტოს ვაწყდები, სადაც ჩემი სახე რედაქტირებულია – დაპატარევებული და წამახულია ჩემი ცხვირი, ნიკაპი დათხელებული, ტუჩები კი გადიდებული. გთხოვთ, შეწყვიტეთ ჩემი სახის შეცვლა. მე გამოვიყურები ისე, როგორც გამოვიყურები. მე მომწონს ჩემი სახე, თავისი დეფექტებით და ყველაფრით. თუ თქვენ არ მოგწობთ ჩემი სახე ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია, ნუღარ აქვეყნებთ ჩემს ფოტოებს!

2018 წელს, მუსიკოსმა სიმღერა გამოუშვა სახელწოდებით Queen, სადაც ადამიანებს მოუწოდებს, საკუთარი თავი ისეთი შეიყვარონ, როგორიც არიან.

ჯესი ჯეიმ მუსიკალური კარიერა 11 წლის ასაკში დაიწყო. მისი სადებიუტო სინგლი ,,Do It Like a Dude” 2010 წელს გამოვიდა და დიდ ბრიტანეთის ჩარტებში მეორე პოზიციაზე მოექცა. ამას მოჰყვა ჰიტად ქცეული სიმღერები: “Nobody’s Perfect”, “Who You Are”, “Domino” და ,,Laserlight”. დღეისთვის, ჯესი ჯეის მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული.

მსგავსი პოსტები

Back to top button