მნიშვნელოვანისაქართველო

საექსპორტო ღვინის რაოდენობა და ფასი გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მაისში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6 პროცენტით, ხოლო ღირებულება 16 პროცენტით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში, მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იქნა გატანილი, ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 87 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

უწყების ინფორმაციით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ-ში, ჩინეთსა და პოლონეთში. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული კი ასე გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.

მსგავსი პოსტები

Back to top button