fbpx
Hereti FM

სააპელაციომ გ.ჯ. დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო

164
Share Button

სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის განაჩენი გამოაცხადა. განაჩენის მიხედვით, ერთ-ერთი ბრალდებული – გ.ჯ. დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. ამით, შეიცვალა საქალაქო
სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გ.ჯ. დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის იქნა დამნაშავედ გამოცხადებული.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა მეორე დაკავებულის –
გ.ბ-ს მიმართაც – მოსამართლის განაჩენის მიხედვით, მას ბრალი არ მიუძღვის დავით სარალიძის მკვლელობაში, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება, რომლის მიხედვითაც,
გ.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი ხორავას ქუჩაზე მოკლული მეორე მოზარდის, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში.

შედეგად, კვლავაც დაუდგენელია, კიდევ ვინ მონაწილეობდა დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში.

როგორც განაჩენის მოსმენის შემდეგ დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა, ,,ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა” და გამოძიება კვლავაც უნდა გაგრძელდეს ყველა იმ პირის დასადგენად, რომლებიც მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდნენ.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრუწლოვანი – გ.ჯ. და გ.ბ. არის მსჯავრდებული.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი