მნიშვნელოვანისაქართველო

ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა – ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ დაკავებულ გ.ჯ-ს ბრალი დაუმძიმდა და ის დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის იქნა დამნაშავედ ცნობილი. მეორე დაკავებული გ.ბ კი დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში, უდანაშაულოდ გამოცხადდა. ზაზა სარალიძის თქმით, სამართალი ნაწილობრივ აღდგა, თუმცა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, კიდევ ვინ მონაწილეობდა მისი შვილის ჯგუფურ მკვლელობაში.

„პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას, ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა გრძელდება ისევ, ბოლომდე, არავინ იფიქროს, რომ ან მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი, ბრძოლა იქნება ბოლომდე. მოვუწედებხელისუფლებას რომ აქვთ ძალიან ცოტა დრო დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება. არავის არაფერს არ შევარჩენ,“ – ამბობს სარალიძემ.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ჯ. დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობისთვის იყო დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება მეორე დაკავებულს – გ.ბ-ს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მას ბრალი არ მიუძღვის დავით სარალიძის მკვლელობაში, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება, რომლის მიხედვითაც, გ.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი ხორავას ქუჩაზე მოკლული მეორე მოზარდის, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button