![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2019/06/61835159_752860655109391_8914978348321472512_o.png)
ფიჯის დედაქალაქ სუვაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე
არჩილ მალაყმაძემ (73 კგ,) ატაცში 136. 142 კგ დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს. ეს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოსთვის პირველი მედალია.
ამასთან, ძალოსანმა საქართველოს რეკორდი 2 კილოგრამით გააუმჯობესა. მოგვიანებით, მალაყმაძემ აკვრაში 163. 168 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში თავი 310 კილოგრამს მოუყარა.