fbpx
Hereti FM

დონალდ ტრამპი ტერეზა მეის შეხვდა

173
Share Button

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროკავშირის დატოვების შემდეგ ოფიციალურ ლონდონს ვაშინგტონთან „ძალიან რეალური სავაჭრო გარიგების“ დადება შეუძლია. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პრემიერმინისტრ ტერეზა მეისთან შეხვედრის პარალელურად თეთრი სახლის ლიდერი ბიზნესლიდერებს შეხვდა. დიდ ბრიტანეთში სამდღიანი ვიზიტი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. 

დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთს მეორე ოფიციალური ვიზიტით 3 ივნისს ეწვია. აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი 5 ივლისს დასრულდება. თეთრი სახლის ლიდერი ლონდონში 2018 წლის ივლისშიც იყო.

ტერეზა მეი პოსტს 7 ივნისს დატოვებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის პოსტი მან 2016 წელს, დევიდ ქემერონის გადადგომის შემდეგ დაიკავა. დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი