ნიუ იორკში, მეშვიდე ავენიუს სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ის საფრენ აპარატში მარტო იმყოფებოდა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, პილოტი ერთ-ერთი ცათამბრჯენის სახურავზე ცდილობდა დაშვებას, თუმცა მართვა დაკარგა და შენობას შეეჯახა. შედეგად, შენობის სახურავზე ცეცხლი გაჩნდა. როგორც სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხერხდა. შენობაში ევაკუაცია გაომცხადდა, ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.
როგორც ნიუ იორკის გუბერნატორმა განაცხადა, ვერტმფრენის შეჯახებამ თაიმს სკვერის სიახლოვეს, საოფისე შენობაში ბიძგები გამოწვია.
აღსანიშნავია რომ უბედური შემთხვევის დროს, ნიუ იორკში წვიმდა და ნისლი იყო.