მოზაიკასიახლეები

ბრიტნი სპირსი პაპარაცებს ,,ფეიკ” ფოტოების გავრცელებაში ადანაშაულებს

ამერიკელი პოპვარსკვლავი ბრიტნი სპირსი პაპარაცებს ადანაშაულებს, რომ ფოტოებზე ჭარბჭონიანად წარმოაჩინეს. საქმე ეხება ინტერნეტში გავრცელებულ კადრს, სადაც მომღერალი მეგობარი კაცის დახმარებით, ნავზე ასვლას ცდილობს.

ფოტო: MEGA

იმის სადემონსტრაციოდ, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაშია, ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ,,ფოლოვერებს” კითხვით მიმართა: – ,,ნავით გასეირნებიდან ერთი დღის შემდეგ, გამოვიყურები თუ არა სხვაგვარად?”. მომღერალმა ვიდეოს ტექსტიც დაურთო, სადაც ინტერნეტმომხმარებლებს მოუწოდებს, არ ენდონ პაპარაცების მიერ გავრცელებულ ფოტოებს.

,,ხალხი ყოველთვის ამბობს, რომ ცნობილი ადამიანები საკუთარ ფოტოებში გარეგნობასთან დაკავშირებით ტყუიან, თუმცა ადამიანები არასდროს აყენებენ ეჭვქვეშ პაპარაცებს, რომლებიც ,,სელებრითების” ფოტოების უკეთ გასაყიდად, მათ გამოსახულელებს აფუჭებენ. მე ასე17 საათის წინ მომექცნენ”, – წერს ბრიტნი სპირსი.

https://www.instagram.com/p/ByjUuZPAs_j/?utm_source=ig_web_copy_link

37 წლის მომღერალმა გადაწყვიტა, მეტი დამაჯერებლობისთვის, საკუთარი სხეული საცურაო კოსტიუმშიც წარმოეჩინა და ,,ინსტაგრამ სთორი” გამოაქვეყნა, სადაც გაყალბებულ ფოტოებზე საუბრობს.

ბრიტნი სპირსი ინსტაგრამზე აქტიურობით გამოირჩევა. მის პოსტები არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. როგორც ET-ს წყარომ განუცხადა, მომღერალი მსგავსი ვიდეოების გამოქვეყნების გადაწყვეტილებას თავად იღებს.

,,როცა მას ვიდეოს გამოქვეყნება სურს, ის ამას აკეთებს მისი ოჯახისა და მეგობრების რჩევის მიუხედავად”, – ამბობს ET-ს წყარო.

აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ბრიტნი სპირსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ერთ თვიან მკურნალობას გაივლიდა. შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუსიკოსი შესაძლოა აღარასდროს დაბრუნებულიყო სცენაზე.

გამოცემა ასევე ხაზს უსვამს, რომ კარიერაში ბრიტნი სპირსის ტაიმ-აუტის მიუხედავად, მისმა დიდი ხნის მენეჯერმა ლარი რუდოლფმა მომღერალი დაარწმუნა, რომ როცა მუშაობის გასაგრძელებლად მზად იქნება, კვლავ აქტიურად გაუწევს მენეჯერობას.

ბრიტნი სპირსმა სადებიუტო ალბომი Baby One More Time 1999 წელს გამოსცა და იმ დროისთვის, ყველაზე შემოსავლიან მოზარდ შემსრულებლად იქცა. მუსიკოსს ჩაწერილი აქვს ისეთი ჰიტები, როგორებიცაა: „…Baby One More Time“, „Oops!… I Did It Again“, Toxic და Piece Of Me.


h
 

მსგავსი პოსტები

Back to top button