fbpx
Hereti FM

ზელენსკი ყველა გუბერნატორს ათავისუფლებს

76
Share Button

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აუცილებლად მიიჩნევს, ქვეყნის მასშტაბით ყველა გუბერნატორი გათავისუფლდეს და რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციების სათავეში, ახალი მმართველები მოვიდნენ – ამის შესახებ ინფორმაცია, პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა იულია მენდელმა გაავრცელა. მისი თქმით, გუბერნატორის ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატების შერჩევაში, უკრაინის პრეზიდენტს საერთაშორისო ეიჩარ სააგენტოები უწევენ დახმარებას.

სააგენტო „ლიგას” ცნობით, ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტმა 13 გუბერნატორის გათავისუფლების საკითხი დააკმაყოფილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია რომ გყბერნატორების გათავისუფლების პროცესი არ იყოს შერჩევითი და აუცილებელია, რომ ის უკრაინის ყველა ოლქზე გავრცელდეს.

პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ახალი გუბერნატორების შერჩევის კრიტერიუმებზეც გააკეთა აქცენტი:

,,კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ცნობილია – მოწესრიგებულობა, პროფესიონალიზმი, კორუფციული კავშირების არარსებობა. სასურველია, რომ ასეთ ადამიანებს, უკვე ჰქონდეთ იდეები მათი ადგილობრივი გუნდის შესახებ”, – აღნიშნავს მენდელი.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი