fbpx
Hereti FM

ზვიად კუპრავა პატიმრობაში რჩება

123
Share Button

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. კუპრავა სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით იქნა დაპატიმრებული, დღე კი, მის საქმეზე
თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო, კუპრავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დაეტოვებინა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა სასამართლოს შენობაში, ზვიად კუპრავას მხარდასაჭერად მისული პირების მხრიდან.

შეგახსენებთ, ზვიად კუპრავას ბრალი აქვს წარდგენილი
 სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე (სასამართლოს უპატივცემულობა) და 126-ე მუხლით (ძალადობა). გამოძიების ინფორმაციით,
 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, შემდეგ კი, სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს.

კუპრავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა მომდევნო სხდომისთვის გადაიდო.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი