საქართველოსიახლეები

„გამარჯვებული საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი მოპოლიტიკური მოძრაობის – ,,გამარჯვებული საქართველოს” პრეზენტაცია გამართა. ოქრუაშვილის გუნდის წევრებს შორის არიან გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია და ვალერი გელბახიანი. როგორც ოქრუაშვილმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, ისინი „ქართული ოცნებთან” თანამშრომლობისთვისაც მზად არიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდებიან.

„ეს არ არის ერთი ადამიანის ვერტიკალზე აგებული პოლიტიკური სტრუქტურა. ჩვენ ამბიცია გვაქვს, შევქმნათ ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანის მოძრაობა. იმ ადამიანების, რომლებსაც უკვე გაუსაძლისად მიაჩნიათ დღეს ქვეყანაში მდგომარეობა”, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

პრეზენტაციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ადგილზე, ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე მივიდა და მისი პოლიტიკაში დაბრუნება გააპროტესტა.

,,ეს კაცი უნდა იყოს ციხეში და კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში საქართველოში”, – განაცხადა რობაქიძემ.

კადრი ვიდეოდან

ირაკლი ოქრუაშვილი, მომხდარს პრეზენტაციაზე გამოეხმაურა:
,,სოსო რობაქიძეს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა, აღმასრულებელი ხელისუფლება და თავისი პრეტენზიები შეუძლია იქ დააფიქსიროს”, – აღნიშნა ოქრუაშვილმა.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობის ყრილობა ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button