მსოფლიოსიახლეებისპორტი

მესი ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად დასახელდა

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ – ,,ფორბსმა” წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ასეული გამოაქვეყნა. სიის სათავეში, „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ლიდერი
ლიონელ მესი მოექცა. მან 2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ივნისის ჩათვლით, ხელფასის სახით 92 მილიონი დოლარი, 35 მილიონი კი რეკლამიდან შემოსავალი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების პირველ სამეულში, ფეხბურთელები მოხვდნენ – მეორე ადგილი, ,,ფორბსის” მიხედვით
„იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ დაიკავა გამომუშავებული 109 მილიონით, ხოლო მესამე ადგილზე ნეიმარია „პარი სენ-ჟერმენიდან”, რომელმაც ერთი წლის მანძილზე, შემოსავლის სახით 105 მილიონი დოლარი მიიღო.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების 5-ეულს კი მოკრივე საულ ალვარესი (94 მლნ) და ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ასრულებენ (93,4 მლნ).

მსგავსი პოსტები

Back to top button