მნიშვნელოვანისაქართველო

თუშეთში გზიდან ტურისტული ავტომობილი გადავარდა

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არსებული ინფორმაციით, გზის მე-18 კილომეტრიდან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ. რუსთავი 2-თან საუბარში, ახმეტის მერის მოადგილემ ვაჟა ნასყიდაშვილმა დაადასტურა, რომ არის მსხვერპლი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button