fbpx
Hereti FM

თუშეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

127
Share Button

თუშეთში, ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული პირი საქართველოს მოქალაქეა, ავარიის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც აგრეთვე საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უწყებამ რამდენიმე საათის წინ მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით გაავრცელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო.

სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში.

ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი