საქართველოსიახლეები

დავით სერგეენკო დღეს შესაძლოა გადადგეს

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დღეს შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადადგომის შესახებ გააკეთოს ინფორმაცია. ამის შესახებ, ინფორმაციას ,,რუსთავი 2″ ავრცელებს. მისივე ცნობით, სერგეენკოს შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება.

დღეს, 14:00 საათზე მთავრობის სხდომაა ჩანიშნული, მანამდე კი ბრიფინგს გამართავს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. 

მსგავსი პოსტები

Back to top button