მნიშვნელოვანისაქართველო

საშუალო ხელფასი 1092.7 ლარით განისაზღვრა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ხელფასების 2019 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1092.7 ლარით განისაზღვრა – ეს 33.5 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქსტატის მონაცემებით, საქმიანების სფეროების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი ფიქსირდება საფინანსო და სადაზღვევო სფეროში (1894.3 ლ.); პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროში (1799.0 ლ.) და
ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში (1751.8 ლ.).

ამასთან, საქმიანობის სფეროების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატება ქალების ანაზღაურებას:

ფოტო:
Hannah K. Lee/nytimes.com

2019 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასმა 876.1 შეადგინა, ხოლო კაცების საშუალო ხელფასი 1294.1 ლარით განისაზღვრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button