მნიშვნელოვანისაქართველო

ყველაზე ცოტა 240 ადამიანი დაშავდა აქციაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა ამბობს, რომ აქციაზე დაშავებული 240 ადამიანი მოხვდა კლინიკებში, აქედან 80-პოლიციელია.

ინგოროყვას კლინიკაში შემოყვანილი იყო 46 პაციენტი, მათგან 35 გაწერილია, ხოლო 11 განაგრძობს მკურნალობს.

“რაც შეეხება საერთო მონაცემებს, სულ სხვადასხვა სტაციონარში 240 ადამიანია შემოყვანილი. ამ წუთას კი 102 ადამიანი ჰოსპიტარიზებულია. უმრავლეს შემთხვევაში მათ აღენიშებოდათ ტრავმა, დაჟეჟილობა და თვალის დაზიანებები. ამ წუთებში მიმდინარეობს 2 ოპერაცია, მათგან ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, თვალის დაკარგვა 2 ადამიანის შემთხვევაში დაფიქსირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button