fbpx
Hereti FM

საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიჩინონ ლოიალობა იმ განსასჯელთა მიმართ, რომლებიც 20 ივნისს დააკავეს

77
Share Button

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს, სადაც ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა იმ განსასჯელთა მიმართ, რომლებიც 20 ივნისს დარბევის ღამეს დააკავეს. გარდა ამისა, საპატრიარქოში თანაგრძნობას უცხადებენ ყველა დაშავებულს.

„კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულისტკივილს 19-20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს. ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას, კანონის შესაძლებლობის ფარგლებში, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა განსასჯელთა მიმართ.

მართალია, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლდა, მაგრამ ვთხოვთ, იყვნენ შემწყნარებელნი იმ სხვა დაკავებულთადმიც, რომელნიც გულწრფელ ემოციებს აყოლილნი ჩაერთნენ პროცესებში,” – ნათქვამია განცხადებაში. 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი