მნიშვნელოვანისაქართველო

“თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში იყო დიდი რაოდენობით გადაცდომები, გადავდგები” – გახარია

“მაშინ როცა, ან თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში, ან მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკებში იყო დიდი რაოდენობით სისტემური გადაცდომები თქვენი მონა-მორჩილი იმ წუთში, ყველანაირი პრობლემების გარეშე დატოვებს ამ თანამდებობას“, – განაცხადა შს მინისტმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

შს მინისტრის თქმით, იმ ტრაგიკული ღამის მიუხედავად, მისმა უწყებამ სახელმწიფოს უდიდესი საფრთხე აარიდა.

“მე, ჩემი უწყება, ჩემი სამინისტრო და პოლიცია ვთვლით, რომ იმ ღამეს ყველაფრის მიუხედავად, ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად, დაზარალებული მოქალაქეების მიუხედავად, ქვეყანა უდიდეს საფრთხეს ავარიდეთ. საფრთხე იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ შევძელით, სხვათა შორის ბევრ მომიტინგესთან ერთად, შევინარჩუნეთ სამოქალაქო წესრიგი. ეს არის სამინისტროს ძირითადი ფუნქცია და ძირითადი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეს არის. მაშინ, როცა თუ დადგინდება, რომ პოლიციელების ქმედებაში ან მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკაში იყო დიდი რაოდენობის სისტემური გადაცდომები, თქვენი მონამორჩილი იმ წუთში, ყოველგვარი პრობლემების გარეშე დატოვებს ამ თანამდებობას”, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button