მნიშვნელოვანისაქართველო

ტექნიკური ხარვეზი მეტროში

დღეს მეტროში ისევ ტექნიკური ხარვეზი იყო. მატარებლები მხოლოდ მეტროს სადგურ “ვარკეთილიდან” “სამგორამდე” გადაადგილდებოდნენ.

ტექნიკური ხარვეზი დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. არსებული შეფერხება აღმოფხვრილია. მომხდარის გამო, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები გადაიტვირთა.

2019 წლის პირველი ივლისიდან 2020 წლის პირველ ივლისამდე თბილისის მეტროპოლიტენი 06.00 საათიდნ 23:00 საათამდე იმუშავებს. მეტროს მუშაობის ერთი საათით ადრე დასრულება სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. დაგეგმილია ელექტროუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები – შეიცვლება 650 კმ ელექტროსადენი. ჩანაცვლდება ძალოვანი კაბელებიც. რეაბილიტაციისთვის აზიის განვითარების ბანკის დახმარებით 15 მილიონი დოლარია გამოყოფილი. სამუშაოები ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button