fbpx
Hereti FM

6,4 მაგნიტუდა – კალიფორნიაში მიწისძვრა მოხდა

212
Share Button

სამხრეთ კალიფორნიაში მიწისძვრა მოხდა, რამაც ნგრევა და ხანძრები გამოიწვია. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,4 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ლოს-ანჯელესის ჩრდილო აღმოსავლეთით ქალაქ რიჯკრესთან ახლოს დაფიქსირდა. ქალაქში ხანძრები გაჩნდა.

რეგიონული საავადმყოფოდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. გეოფიზიკოსების განცხადებით, ეპიცენტრი დასახლებული პუნქტებიდან შორს იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნაწილი მაინც დაშავდა. ისინი სამედიცინო დახმარებას იღებენ.

რიჯკრესში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს მომხდარი მიწისძვრა ყველაზე ძლიერი იყო ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი