fbpx
Hereti FM

“კაცების სამაია” – ლია უკლებას ახალი პროტესტი

322
Share Button

ე.წ “პროეტესტანტმა მხატვარმა” ლია უკლებამ ამჯერად საზოგადოებას ახალი ნახატი “კაცების სამაია” წარუდგინა. მხატვარის თქმით, პროტესტი გეი მოცეკვავეების სიყვარულზე გადაღებული ფილმის შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის პოზიციამ გამოიწვია.

მან თქვა, „ქართული ცეკვა არის კაცური. ისტორიულად კი, ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლიაო“.ამ განცხადებას წინ უძღოდა ფილმის „და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორის, ლევან აკინის გამოცემა The Guardian-ისთვის ნათქვამი სიტყვები, რომ ანსამბლ „სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა „ფილმს პრობლემები შეუქმნა“, „ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ“.

„ასე დამოკიდებულება შეიძლება მივიღოთ ლევან ვასაძისგან. მაგრამ ნინო სუხიშვილისგან მისი სიტყვები მტკივნეული აღმოჩნდა. ამიტომაც დავხატე კაცების სამაია“.- ამბობს მხატვარი რადიო თავისუფლებასთან

მას ეკუთვნის ასევე ნახატი “ღვთისმშობელი პისტოლეტით” რომელსაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

„არადა, სინამდვილეში, ღვთისმშობელიც ქალთა პრობლემების თემაზე დაიხატა. რელიგიური თემატიკა საერთოდ არაფერ შუაში იყო. მინდოდა, ყველაზე გავლენიანი ქალის პირით მეთქვა სათქმელი: მე, როგორც ქალი, ვარ მნიშვნელოვანი პერსონა, თქვენ უნდა გამითვალისწინოთ“- ამბობს უკლება. 

 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი