fbpx
Hereti FM

გიორგი გახარია: ბრძანება მე გავეცი… არ გადავდგები

109
Share Button

ბრძანება მე გავეცი, მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში, ნარინჯისფერი ტყვია არის არალეტალური, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა. კითხვაზე მან გასცა თუ არა ყველა ბრძანება, რომელიც 20 ივნისის ღამეს უნდა გაცემულიყო, მინისტრი ამბობს, რომ ბრძანება მან გასცა.

რაც შეეხება ნარინჯისფერ ტყვიებს, რომელიც აქციის დაშლისას იყო გამოყენებული, გახარიას თქმით, მისი გამოყენება პოლიციისთვის დასაშვებია.

“ეს ნარინჯისფერი ტყვია არის არალეტალური და ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემის მიერ გამოსაყენებლად”,- აღნიშნა გახარიამ.

ჟურნალის ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში გახარიამ თქვა, რომ თნამდებობიდან არ გადადგება.

ოფიციალური მონაცემებით 20-21 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი