fbpx
Hereti FM

ფინკა ბანკში სესხების საზაფხულო აქცია დაიწყო

139
Share Button

5 ივლისიდან ფინკა ბანკში საზაფხულო აქცია დაიწყო. აქციის პერიოდში, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მეტი სარგებელი მიიღონ ბანკთან ურთიერთობით და სესხის აღებისას 3თვიანი სპეციალური საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ.

ფინკა ბანკის საზაფხულო შეთავაზება მომხმარებელს საშუალებას აძლევს 3 თვის განმავლობაში გადაიხადოს მხოლოდ სესხის საპროცენტო ნაწილი, ხოლო სესხის ძირის თანხის გადახდა დაიწყოს 3 თვის შემდეგ.

ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი აბაშიძე ამბობს, რომ აქციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მომხმარებელთა საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღეს.

“ეს შეთავაზება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ზაფხულის პერიოდში ჰქონდეთ მეტი ფინანსური რესურსი, რადგან ამ პერიოდში ბევრი სხვადასხვა ხარჯი ემატება ოჯახს: დასვენების, რემონტის, სკოლის პერიოდისათვის მზადებაც დაიწყება მალე და ა.შ. დაზოგილი თანხა მათ პირადი მიზნების განხორციელებაში დაეხმარება, ეს მომხმარებლებისათვის არის სესხის გადასახადისგან თავისუფალი 3 თვე”.

ფინკა ბანკის სესხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.FINCA.ge და ასევე სატელეფონო ცენტრის საშუალებით, ნომერზე * 4949.

მიიღეთ მეტი სარგებელი ფინკა ბანკთან ურთიერთობით.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი