fbpx
Hereti FM

დარბევის ღამეს გერმანიის ელჩი პარლამენტში იმყოფებოდა

768
Share Button

20 ივნისის დარბევის ღამეს, 23:20 სთ, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა.

პარლამეტთან მისვლისთანავე რადიო თბილისის FM93.5 პირდაპირ ეთერში ჩართვისას ელჩმა განაცხადა, რომ იგი მოვიდა რათა დააკვირდეს სიტუაციას.

“მინდა მივმართო ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იყვნენ მშვიდობიანი, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვიტონ არა ღამით, არამედ დღის შუქზე”- განაცხადა ქნირშმა.

მოუსმინეთ აუდიო მასალას

დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მათ შორის ევროკავშირის, ამერიკის, საფრანგეთის ელჩება შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას უპასუხეს და უარყვეს მათი ყოფნა დარბევის ღამეს, 20 ივნისს პარლამენტში.

რადიო თბილისის ინფორმაციით, დარბევის ღამეს პარლამენტში იაპონიის ელჩიც იმყოფებოდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი