მნიშვნელოვანისაქართველო

სკოლებში იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” ბრუნდება

სექტემბრიდან, ახალი სასწავლო წლიდან, იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად სასწავლო რესურსი გახდება. პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს.

ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.

“იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნს როდესაც წერდა, მას სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, რომ ეს წიგნი გადაცემულიყო თაობიდან თაობას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა, ჩვენი ენა და ჩვენი ანბანი. შემდეგ მთელი ქართული განათლების სისტემა დაეფუძნა სწორედ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პრინციპს და ეს წიგნი თითოეული ქართველისთვის არის წმინდა და სათაყვანებელი. მაგრამ შედეგ, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ იქნა ამოღებული სასწავლო პროგრამიდან და ამან გამოიწვია საზოგადოების გულისწყრომა სამართლიანი და ობიექტური”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button