fbpx
Hereti FM

იულია სუსლიაკი თავისუფალია

156
Share Button

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი გაათავისუფლეს.

განცხადება ადვოკატმა ზურაბ თოდუამ გააკეთა. როგორც თოდუა აღნიშნავს, სუსლიაკმა პენიტენციალური დაწესებულება უკვე დატოვა. ადვოკატის თქმით, სუსლიაკი იმის გამო გაათავისუფლეს, რომ პროკურატურამ შესაბამისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, სუსლიაკი გაათავისუფლეს. ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურას სურს აღნიშნული საქმის უკრაინის პროკურატურაში გადაგზავნა.

იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე, მიმდინარეობდა. დანაშაული კი 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა ქალს ბარლი ვერ დაუმტკიცს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი