მნიშვნელოვანისაქართველო

“რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელები სტრასბურგის გადაწყვეტილებას დიდ პალატაში ასაჩივრებენ

“რუსთავი 2”-ის უკვე ყოფილი მფლობელები სტრასბურგის გადაწყვეტილებას დიდ პალატაში გაასაჩივრებენ. როგორც იურისტები აღნიშნავენ, ხელისუფლებას უნდა გაეთვალისწინებინა მათი მოთხოვნა. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ხელისუფლებას წილები არ უნდა გადაეფორმებინა ქიბარ ხალვაშისთვის, ვიდრე დიდი პალატა არ მიიღებდა ამ საქმეზე გადაწყვეტილებას.

იურისტის, დიმიტრი საძაგლიშვილის კომენტარი ►

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპებით მოხდა გადაწყვეტილებების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. თავდაპირველად მოხდა „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება.

შემდეგ კი, მისი გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე, ნიკა გვარამია ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლა. საქმეზე “რუსთავი 2”, შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2” მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button