fbpx
Hereti FM

სოფელ ჭერემის სკოლის პირველ კლასში წელს მოსწავლე არ ეყოლებათ

203
Share Button

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის საჯარო სკოლის პირველ კლასში წელს მოსწავლე არ ეყოლებათ.

როგორც ირკვევა, საქართველოში ასეთი კიდევ 108 სკოლაა. მძიმე ეკონომიკური პირობების, უმუშევრობისა და სხვა სასიცოხცლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების გამო მაღალმთიან დასახლებებს ხალხი კვლავ მასობრივად ტოვებს.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში 200-ზე მეტ სოფელში არცერთი ოჯახი საერთოდ აღარ ცხოვრობს. პრობლემების მიუხედავად, კახეთის მაღალმთიანი სოფლების საჯარო სკოლის დირექტორები იმედოვნებენ, რომ საგანამათლებლო დაწესებულებები არ დაიხურება. რა არის მათი ოპტიმიზმის საფუძველი?

მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი