მნიშვნელოვანისაქართველო

EURONEWS- მაუწყებლობას ქართულადაც დაიწყებს

ცნობილი სატელევიზო ქსელი Euronews-ი ქართულ ტელესივრცეში მაუწყებლობას მალე დაიწყებს.

დღეს, სასტუმრო “რედისონში” სატელეკომუნიკაცო კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა და Euronews-ის აღმასრულებელი დირექტორმა მიშელ პეტერსმა ხელი მემორანდუმს მოაწერეს, რომლის მიხედვითაც სილქნეტის ქსელში ქართულენოვანი ევრონიუსი სავარაუდოდ სექტემბრიდან გამოჩნდება.

როგორც საზეიმო პრეზენტაციაზე ითქვა, “Euronews საქართველოს“ ქართულენოვანი მაუწყებლობა ექნება და მისი ეთერი Euronews-ის ინფორმაციასთან ერთად 20%-ით ქართულ ახალ ამბებსაც დაეთმობა.

საზეიმო პრესკონფერენციას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ჟურნალისტები, მედიამენეჯერები, ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოტოზე საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე, გიორგი რამიშვილი და მიშელ პეტერსი

სილქნეტის ცნობით, “Euronews საქართველოს” ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა იქნება. 

“ევრონიუსსა და სილქნეტს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, სილქნეტს შეემატება ევრონიუს საქართველო, ახალი მედია, რომელიც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პრინციპებით ხელმძღვანელობს და ასოცირდება ევრონიუსის ბრენდის მაღალ ცნობადობასა და რეპუტაცასთან”, – განუცხადეს რადიო ჰერეთს სილქნეტში.

Euronews-ი 1993 წლიდან მაუწყებლობს. მისი სათაო ოფისი საფრანგეთში,ლიონშია.

სატელევიზო კომპანია 13 ენაზე მაუწყებლობს, მათ შორის უკრაინულ, რუსულ, თურქულ, სპარსულ, ინგლისური, ფრანგულ და სხვა.

2015 წლიდან Euronews-ის აქციების 53%-ს ფლობს კომპანია Media Globe Networks, რომლის დამფუძნებელიც ეგვიპტელი მილიარდერი ნაგიბ სავირისია.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button