მნიშვნელოვანისაქართველო

ხალვაშმა დვალსა და აქიმიძეს “რუსთავი 2”-ის 40% შესთავაზა

ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები არ დათანხმდნენ. სამაუწყებლო კომპანიის მფლობელმა დვალს და აქიმიძეს “რუსთავი 2-ის” წილის 40 პროცენტი შეთავაზა. თუმცა, დამფუძნებლებმა ეს წინადადება არ გაიზიარეს და თავიანთი ვერსია შეთავაზეს, რაზეც ქიბარ ხალვაში დაფიქრდება.

„მე შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40 პროცენტი “რუსთავი 2-ის”, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყე, მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ საუბარი არ გაგრძელდეს. თვითონაც წინადადება მითხრეს, რაც საფიქრალია,“ – ამბობს ქიბარ ხალვაში.

ქიბარ ხალვაშმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “რუსთავი 2-ში” საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. სამაუწყებლო კომპანიის ახალი მფლობელი ამბობს, რომ უცხოელ მედია მენეჯერს კვლავ ეძებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button