მნიშვნელოვანისაქართველო

ტურიზმის სტატისტიკა და გაუფასურებული ლარი

ივლისში, საქართველოს მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.8 პროცენტია. ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორები აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან შემოვიდნენ.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქველაძის ხმა ►

ოპოზიცია ხელისუფლებას მიზანმიმართულ ტყუილში ადანაშაულებს. მთავრობის პირველი პირების ვერსიები, თითქოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება ტურისტული ნაკადის შემცირების ბრალია, ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურმა მონაცემებმა გააქარწყლა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლება შეეცადა ეროვნული ვალუტის ვარდნა და შექმნილი კრიზისი ოპოზიციისთვის გადაებრალებინა, თუმცა უშედეგოდ. გოცირიძე მმართველი გუნდის მიერ ბიუჯეტის არათანაზომიერ ხარჯვაზე ამახვილებს ყურადღებას და ლარის გაუფასურების ერთ-ერთ ერთ მიზეზად სწორედ ამას ასახელებს. ხელისუფლებას საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს “ევროპული საქართველოც”.

რომან გოცირიძის და ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა ►

რა არის გაუფასურებული ლარის მთავარი მიზეზი და რამდენად გულწრფელია მმართველი გუნდი, როცა პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრბს.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთე ექსპერტმა გია ხუხაშვილმა

მსგავსი პოსტები

Back to top button