მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

დედოფლისწყაროში ქათმები იხოცება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და მიმდებარე სოფლებში ფრინველის დაავადება გავრცელდა.

ორ კვირაზე მეტია, მოსახლეობას ქათამი მასობრივად ეხოცება. თითო ოჯახს საშუალოდ 50-მდე ფრთა ფრინველი გაუნადგურდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ჯგუფი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვითარების შესასწავლად, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. სააგენტოს დედოფლისწყაროს სერვისცენტრში ამბობენ, რომ მათთან შეტყობინება შევიდა, მუნიციპალიტეტში ფრინველი ნამდვილად იხოცება, თუმცა მასობრივი ხასიათი არ აქვს.

“რეკომენდაციები გავეცით, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები. სამწუხაროდ, მათი შეტყობინება დაგვიანებული იყო, როცა სრულად დაეხოცათ შემდეგ მოგვმართეს. მნიშვნელოვანია, რომ პირველივე შემთხვევის დროს შეგვატყობინონ, რომ რეაგირება დროული იყოს. ნიმუშს დედაქალაქში გადავგზავნით და ლაბორატორიულად მოხდება მიზეზის გამოკვლევა”, – განაცხადეს სააგენტოს წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია სახელმწიფო ფრინველის სავალდებულო წესით აცრას აღარ ახდენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button