მნიშვნელოვანისაქართველო

“მთავარი არხი” დღეიდან მაუწყებლობას იწყებს

დღეიდან, 9 სექტემბრიდან “მთავარი არხი” მაუწყებლობას იწყებს. როგორც სატალევიზიო არხის ფეისბუქის გვრდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, მაუწყებლობა დაიწყება 21:00 საათიდან და პირდაპირ ეთერში გავა საინფორმაციო გამოშვება “მთავარი”.

“მთავარი არხი” “რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა და მასში მუშობენ ჟურნალისტები, რომლებიც “რუსთავი 2”-დან გაათავისუფლეს.

“რუსთავი 2” კურიერის გუნდმა მიმდინარე წლის 20 აგვისტოს დატოვა, მას შემდეგ რაც გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გაათავისუფლა.

“მთავარი არხი” ტელეკომპანია “იბერიის” შენობიდან იმაუწყებლებს.

ნახეთ რადიო “თავისუფლების” მასალა

მსგავსი პოსტები

Back to top button