fbpx
Hereti FM

ხაზარაძე ლელოს დასადებად ემზადება – როგორ აფასებენ ახალ მოძრაობას პოლიტიკოსები და ექსპერტები

91
Share Button

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლების მიერ ახალი მოძრაობის შექმნას აფასებენ პოლიტიკოსები. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ის მათი კონკურენტი ვერ იქნება და საბოლოო გადაწყვეტილებას, მაინც 2020-ში ამომრჩეველი მიიღებს.

განსხვავებული პოზიცია აქვთ უმცირესობაში. ისინი მიესალმებიან ახალი ძალის არსებობას და ამბობენ, რომ კონკურენციის გაზრდით საბოლოოდ ამომრჩეველი დარჩე ბამოგებული.

“ნაციონალური მოძრაბიდან” რომან გოცირიძის, “ევროპული საქართველოდან” ირაკლი აბესაძის და “ქართული ოცნებიდან” აკაკი ზოიძის ხმა

გია ხუხაშვილი – მამუკა ხაზარაძე ცდილობს სუფთა ფურცლიდან დაიწყოს

“მამუკა ხაზარაძე ცდილობს სუფთა ფურცლიდან დაიწყოს, მაგრამ მე ვფიქრობ, მას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური კომპონენტის გაჩენა, ვინაიდან პოლიტიკა ცნობადობის გარეშე არ არსებობს”, – ასე შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის – „ლელოს“ პრეზენტაცია. ხუხაშვილის შეფასებით, ხაზარაძის ნაბიჯები „პოლიტიკურად კარგად გააზრებულია“. როგორც მან აღნიშნა, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის მსგავსი პოლიტიკური ცენტრის გაჩენა, ჩვენი ქვეყნისთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.

ხათუნა ლაგაზიძე – ეს არ იყო სასურველი პრეზენტაცია

“სტარტისთვის ეს არ იყო სასურველი პრეზენტაცია, რადგან მასობრიობის ეფექტი, ახალი ლიდერების, ძლიერების განცდა არ დატოვა”, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციის შესახებ საუბრისას განაცხადა. ლაგაზიძის თქმით, მას განცდა დარჩა, რომ ეს იყო 2 კაცის და არა ახალი ლიდერების პრეზენტაცია. მისივე თქმით, ეს არ იყო პრეზენტაცია გამარჯვებისთვის, რადგან გამარჯვების ენერგია უნდა წამოსულიყო, რაც არ მოხდა. მისი თქმით, „ლელოს“ დღეს მძლავრი სტარტი უნდა აეღო, რათა ადამიანებს მათთან მისვლის სურვილი გასჩენოდათ. ლაგაზიძის განმარტებით, შეცდომების გამოსწორება შეიძლება, ამისთვის კი აუცილებელია, გაჩნდეს განცდა, რომ აღნიშნული მოძრაობა საზოგადოებისთვის და საზოგადოებასთან ერთად იქნება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი