მნიშვნელოვანისაქართველო

პრეზიდენტმა მკვლელობისთვის გასამართლებული პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

მის გათავისუფლებას ადვოკატი ადასტურებს.როგორ ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, შეწყალების მიზეზი, შესაძლოა, ბეჟანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვის ვადით.

სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა. განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას. არცერთ შემთხევევაზე ზურაბიშვილის განამრტება არ გაუკეთებია.

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილი და ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი, დავით ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში, პეკინის გამზირზე მოკლეს.

პროკურატურამ საქმე გახსნილად მხოლოდ 2015 წელს გამოაცხადა. ასლან ბეჟანიძე კი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით.
ასლან ბეჟანიძე სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციებმა გაამართლეს, უზენაესმა სასამართლომ კი ის 2018 წლის 29 მარტს დამნაშავედ ცნო.

მსგავსი პოსტები

Back to top button