მნიშვნელოვანირეგიონი

ბათუმში ტურისტებს ფულს მუქარით სძალავდნენ – შსს

აჭარის პოლიციამ, ტურისტებზე ფულის ჯგუფურად გამოძალვისთვის ოთხი პირი დააკავა.

დაკავებულები 36-დან 40 წლამდე მამაკაცები არიან.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ბათუმში ერთ-ერთ კლუბში მუშაობდნენ, სადაც ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა – 2 580 თურქული ლირა და 400 ლარი გამოსძალეს“,  – წერია პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button