ლაფანყურის მოსახლეობა ჰესის “ლოპოტა 1”-ს მშენებელ კომპანიას შეხვდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა, რომელიც სოფელთან ახლოს მცირე ჰესის “ლოპოტა 1”-ს მშენებლობის წინააღმდეგია დღეს მშენებელი კომპანია „ართანა-ლოპოტას“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც 3 საათი გაგრძელდა, თელავის საკრებულოს შენობაში გაიმართა.
ამ ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ “ართანა-ლოპოტა” ჰესის მშენებლობის შემთხვევაში შესაძლო რისკების შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს დამატებით დოკუმენტაციას წარუდგენს. ამ დოკუმენტების შესწავლის შემდეგ კი მორიგი შეხვედრა გაიმართება.
ადგილობრივები ამ დრომდე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი არიან. მათი აზრით, სოფელი სასმელი და სარწყავი წყლის გარეშე დარჩება და გაიჩეხება ხე-ტყე.
თუმცა მოსახლეობის ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები და ამბობენ, რომ მათ ამის დასტურად ყველანაირი დოკუმენტაცია გააჩნიათ.
სოფელ ლაფანყურიდან 7 კილომეტრში კომპანია “ართანა- ლოპოტა” 5,9 მგვტ სიმძლავის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ სექტემბრის დასაწყისში მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, თუმცა ადგილობრივების პროტესტის გამო ეს პროცესი შეჩერდა.
ამ თემაზე: