მნიშვნელოვანისაქართველო

NDI-ის კვლევა – პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგები

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა ვერ ასახელებს მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას.

გამოკითხულთა 19%-ისთვის ასეთი მმართველი პარტია “ქართული ოცნებაა”, ხოლო 9 %-სთვის – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
4-4 % ერგოთ “ევროპულ საქართველო – თავისუფალ დემოკრატებსა” და “პატრიოტთა ალიანსს”. 9 %-მა აირჩია კატეგორია „სხვა“.

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხული ქართველი ამომრჩევლის 45% ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 57%-ს გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული ვის მისცემდა ხმა.

37%-ს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. 5%-მა პროცენტმა კი არ იცის.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 41 %-ი მონაწილეობას არ მიიღებდა, 59 %-ი კი მიიღებდა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 60% საქართველოს მთავრობის საქმიანობას „ცუდად“ აფასებს. საჯარო ფიგურებიდან უმეტესად დადებითად აფასებენ თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობას. გამოკითხვის შედეგებით იგი პირველ ადგილზე დგას-მის საქმიანობას გამოკითხულთა 11% „ძალიან კარგად“, ხოლო 34% „კარგად“ აფასებს.

შედეგების მიხედვით რიგითობით მეორე ადგილზე დგას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. მის საქმიანობას „ძალიან კარგად“ აფასებს 1%, ხოლო „კარგად“ 12%.

მესამეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მისი მონაცემები შესაბამისად არის 1-11%.

მას მოსდევს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მის საქმიანობას 1% აფასებს “კარგად”, 9% კი ძალიან კარგად.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით მასში 2 131 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1, 7 %.

მსგავსი პოსტები

Back to top button